Posts

დღე მეცხრე

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა. დავასრულეთ რესურსის ფასილიტაცია, ბლოგზე ჩავაშენეთ საზიარო დაფა, ნამუშევრები მოვამზადეთ წარსადგენად, პორთფოლიო ავტვირთეთ დრაივზე და გავაზიარეთ ბლოგზე. მადლობა ჩვენს ტრენერს გაწელი მუშაობისათვის . 

დღე მერვე

დღეს ტრენინგზე ვისაუბრეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს  კითხვების დასმას  მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის. კარგი კითხვები გააზრებულ სხარტ პასუხებს განაპირობებს.   ფასილიტაციის რესურსების შექმნა.   წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება.  თუ რა მნიშვნელობა აქვს სწორად მიცემულ ინსტრუქციას მოსწავლეებისათვის. თუ როგორ მივა დასახულ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოსწავლე. მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო დღისთვის.

მეშვიდე დღე

დღეს ტრენინგზე ვისწავლეთ  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება , სლაიდების ატვირთვა დისკზე ანუ დრაივზე და განთავსება ბლოგზე.  თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში. : მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით საინტერტესო და დატვირთული დღე გვქონდა. მადლობა ტრენერს . 

მასწავლებლის პრეზენტაცია

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

დღე მეექვსე

დღეს ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშების შეფასებაზე, მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო რესურსზე, ვისწავლეთ თუ როგორ გავუკეთოთ ინტეგრირება მიმართულების საკვანძო კითხვებს. თუ როგორ გამოიყენებენ მოსწავლეები პროექტის შეფასების ფორმებს პროექტზე მუშაობისას მონიტორინგის პროცესში.

დღე მეხუთე

დღეს ვისწავლეთ  ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და  გამოყენება.  მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშების  შექმნა. ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის. ვისწავლეთ სლაიდების შქმნა. საინტერესო და დატვირთული დღე გვქონდა....